კვიპროსული გამოცემა - ლაშა დვალს კვიპროსის გარდა სხვა ევროპულ კლუბებშიც იწვევენ #1TVSPORT
ლაშა დვალი აპოელ-ს ტოვებს, მაგრამ ჯერ უცნობია, მომავალში კვლავ კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს თუ სხვა ქვეყანაში გადავა, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Sport fm-ი ავრცელებს.
„ლაშა დვალს აპოელ-თან კონტრაქტი რამდენიმე დღეში ეწურება და მხარეები მის გაგრძელებას აღარ აპირებენ, რადგან ქართველი მცველი თავის მომავალს სხვა გუნდში ხედავს.
30 წლის ფეხბურთელით რამდენიმე კვიპროსული კლუბია დაინტერესებული და თუ შესაბამის პირობებს შესთავაზებენ, შესაძლებელია, ფეხბურთელი კვლავ კვიპროსში დარჩეს. როგორც ცნობილია, იანვარში მას ლიმასოლის „არისთან“ აკავშირებდნენ.
ამავე დროს, ლაშა დვალს სხვა ქვეყნებიდანაც ჰქონდა მიწვევები. იანვარში მას ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბი დაუკავშირდა, მაგრამ მაშინ აპოელ-ის ქართველმა მცველმა შეთავაზებაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს გამოცემა.