კვიპროსული გამოცემა კაჭარავას „ანორთოსისში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს - „ლეხი“ თანხას არ გადაიხდის, თუ მოედანზე დროულად არ დაბრუნდება #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა კაჭარავას „ანორთოსისში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს - „ლეხი“ თანხას არ გადაიხდის, თუ მოედანზე დროულად არ დაბრუნდება #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა philenews ამტკიცებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და პოზნანისლეხის“ თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას კვიპროსში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნება გამორიცხული არ არის.

კაჭარავა 2020 წლის დეკემბერში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში პოზნანისლეხისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ მატჩში სერიოზულად დაშავდა – ქართველმა თავდამსხმელმა მყესების ოპერაცია გაიკეთა. პოლონური მედიის ცნობით, ტანმაღალი თავდამსხმელი სარეაბილიტაციო პროგრამას გადის და თამაშს მალე შეძლებს, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდება.

„კაჭარავა „ლეხმა“ ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ იჯარით დაიმატა. ხელშეკრულება 26 წლის ფეხბურთელის 2020-21 წლების სეზონში იჯარას და მომავალ ზაფხულში პოლონური გუნდის მიერ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. „ლეხი“ გადაიხდის საიჯარო კონტრაქტის მთელ თანხას (200,000 ევრო წელიწადში), ხოლო 2021 წლის ზაფხულში თუ მოისურვებს, ტრანსფერს წინასწარ შეთანხმებულ თანხად, 200,000-დან 250,000 ევრომდე უნდა გამოისყიდოს“, – წერს გამოცემა.

თუმცა, philenews არ გამორიცხავს, რომ ქართველის ტრავმის გამო, შესაძლოა, პოლონელებმა „ანორთოსისიდან“ მისი ტრანსფერი აღარ გამოისყიდონ: „ქართველმა შემტევმა რამდენიმეჯერ ითამაშა „ლეხში“ და მოედანზე დიდი დრო არ ჰქონია – პოლონეთის ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა და (103 წუთი) ხოლო ევროპის ლიგაზე – 6 მატჩი და 96 წუთი. მან ორივე ტურნირზე ერთი გოლი გაიტანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონელებმა ზაფხულში მისი შესაძენად გადაიხადონ ასეთი თანხა, თუ მოედანზე მალე არ დაბრუნდება და არ დაამტკიცებს, რომ ტრავმების პრობლემა სრულად გადალახა“.