კვიპროსული გამოცემა - დაუშვილი „ანორთოსისის“ პირობებით უკმაყოფილოა და „აპოელში“ გადასვლა ამიტომ სურს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - დაუშვილი „ანორთოსისის“ პირობებით უკმაყოფილოა და „აპოელში“ გადასვლა ამიტომ სურს #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა goal.philenews.com ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და ნიქოზიასაპოელში“ წასვლა ამის გამო სურს.

„დრო აჩვენებს, გაიზრდება თუ არა ფამაგუსტას გუნდიდან გაქცეული ქართველების ტალღა. როგორც ჩანს, მურთაზ დაუშვილი უკმაყოფილოა და შემოსავლის გაზრდას ითხოვს და ამბობს, რომ მას უკეთესი ფინანსური პირობების შემოთავაზებები აქვს. ხმების თანახმად, მისით „აპოელი“ დაინტერესდა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

goal.philenews.com ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ფამაგუსტელებმა განუცხადეს, რომ პირობებს არ გაუუმჯობესებენ.

„ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ფეხბურთელს განუმარტეს, რომ მას ხელფასს არ გაუზრდიან, რადგან მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულს განახლდა. კლუბში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, მათი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთავაზება განიხილონ“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი შემდეგი სეზონიდან „აპოელის“ ღირსებას დაიცავენ, დაუშვილს კი „ანორთოსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.