კვიპროსული გამოცემა - „აპოლონის“ მწვრთნელის გეგმებში ქართველები არ შედიან #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „აპოლონის“ მწვრთნელის გეგმებში ქართველები არ შედიან #1TVSPORT

„აპოლონის“ კარი იხსნება და როგორც ყველაფრიდან ჩანს, მას ბევრი ფეხბურთელი გაივლის, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა philenews ავრცელებს.

„ლიმასოლის „აპოლონიდან“ გასაშვები მოთმააშეების სია ათამდე გაიზრდება, რადგან მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ზორნიგერს ახალი გუნდის ჩამოყალიბება სურს. გაჟონა ინფორმაციამ, რომ ოთხი ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია გერმანელი მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ზორნიგერის გეგმებში არ შედიან. ამ მოთამაშეთა უმეტესობას იჯარით გაუშვებენ“, – ამტკიცებს philenews.

გამოცემის ცნობით, კონკრეტულად პაპუნაშვილთან დაკავშირებით კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი განიხილება.

„ის, ვინც გუნდს დატოვებს, არის პაპუნაშვილი, რომელსაც გუშინ შეატყობინეს, რომ „აპოლონის“ ოფისში უნდა მივიდეს, რათა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის დასრულების გზა განიხილოს“.

ეს ყველაფერი კონფერენს ლიგაზე სლოვაკურ „ჟილინასთან“ წაგებამ (1:3, 2:2) და ევროსარბიელიდან გამოვარდნამ გამოიწვია. მაგრამ ზორნიგერი „შავ სიაში“ შეტანილ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს, რამაც მოთამაშეთა პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, დონალდ გერერომ მომხდარ მოვლენებზე უკმაყოფილება გამოხატა და ჯერ უცნობია, საკითხი როგორ გადაწყდება.