კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ ყველა ლორიას დიაგნოზს ელოდება #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ ყველა ლორიას დიაგნოზს ელოდება #1TVSPORT

გიორგი ლორიას, რომელიც გიბრალტართან გასვლით მატჩში მუხლის პრობლემის გამო შეცვალეს, დიაგნოზის დასადგენად MRI ჩაუტარდება, – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

გამოითქვა ვარაუდი, რომ გამოცდილ მეკარეს სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როგორი დასკვნა იქნება MRI-ის ნახვის შემდეგ. ახლა ქართველი მეკარის კლუბში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ არ იციან, როდის იქნება ლორია მზად სათამაშოდ.

კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმის“ ინფორმაციით, კლუბში ქართველი ლეგიონერის ამბავზე ნერვიულობენ, რადგან მთავარი მეკარის ტრავმა მათთვის დიდი დარტყმა იქნება.

„ფამაგუსტას „ანორთოსისის“ რიგებში აგონია სუფევს. საქართველოსა და გიბრალტარის მატჩში ლორიამ პირველი 45 წუთის თამაშის შემდეგ, ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ახლა ყველა სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს ელოდება. გუნდში მოთმინება დასჭირდებათ, რადგან სპეციალიზებული ტესტების ჩაბარებას და შედეგების ხილვას დრო დასჭირდება“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

დიდი ალბათობით, სასურველი პასუხის შემთხვევაშიც, გიორგი ლორია ლარნაკას აეკ-თან ტურის მნიშვნელოვანი მატჩს გამოტოვებს.

„იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რომ ლორია ლარნაკას აეკ-ის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება. „ანორთოსისში“ იმედოვნებენ, რომ გამოცდილ მეკარეს სერიოზული არაფერი ემუქრება. კვიპროსის ჩემპიონატში სეზონი მიმდინარეობს და ფამაგუსტას გუნდისთვის მთავარი მეკარის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება“.