კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ ოქრიაშვილი-ქვილითაიას დარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლია #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ ოქრიაშვილი-ქვილითაიას დარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლია #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა „სპორტ24“-ის ცნობით, სეზონის შემდეგ გუნდს ორივე ქართველი შემტევი დატოვებს – თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. 

მიმდინარე სეზონში „ანორთოსისმა“ სულ 42 გოლი გაიტანა, ქართველი შემტევების ანგარიშზე კი ნახევარზე მეტი გოლია – 23. ქვილიათაიამ 14 გაიტანა, ოქრიაშვილმა – 9. ამიტომ ფიქრობენ, რომ მათი წასვლით გუნდი დასუსტდება.

„ახლა „ანორთოსისში“ ყველა 15 მაისს „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის თასი ფინალზე ფიქრობს, მაგრამ მომავალი სეზონის შემადგენლობაც ადმინისტრაციასა და ტექნიკური მენეჯმენტის საფიქრალია. დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაის თემებს. პირველს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი მაისის ბოლოს ეწურება და მან უკვე განუცხადა ადმინისტრაციას, რომ მისი პრიორიტეტი მომავალი სეზონიდან უცხოურ გუნდში თამაშია. გუნდი უახლოეს წლებში მის დატოვებას აპირებს, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ამასთან, თუ ოქრიაშვილმა ვერ იპოვა გუნდი, რომელიც მას ყველა თვალსაზრისით დააკმაყოფილებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენს კუნძულზე და ფამაგუსტას გუნდში დარჩეს“, – წერს „სპორტს 24“.

რაც შეეხება ქვილთაიას, ბელგიურმა „გენტმა“ ის იჯარით სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა: „რა თქმა უნდა, „ანორთოსისს“ სურს შეინარჩუნოს თავისი შემტევი პოტენციალი, მაგრამ ქვილითაიას სატრანსფერო ღირებულება სცილდება იმ ფინანსურ ზღვარს, რომელშიც ამჟამად „ანორთოსისია“. იმ შემთხვევაში, თუ ბელგიის გუნდმა მისი კვლავ იჯარით გაშვება გადაწყვიტა, გასათვალისწინებელია, რომ „ანორთოსისი“ მომავალ სეზონში მისი დარჩენით ისევ დაინტერესდება. ამ დროისთვის, ორივე მათგანის „ანორთოსისში“ დარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლია, მაგრამ ფეხბურთში ვერაფრით იქნებით დარწმუნებული. უახლოესი წარსულის მრავალი მაგალითი არსებობს“.