კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ კაჭარავა „სპარტაკში“ გაყიდვის იმედად აიყვანეს, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ კაჭარავა „სპარტაკში“ გაყიდვის იმედად აიყვანეს, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა #1TVSPORT

ანორთოსისისა“ და ქართველი თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას მოლაპარაკება დასრულდა, რომლის მიზანიც თანამშრომლობის ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე შეწყვეტა იყო.

ამასთან დაკავშირებით, კვიპროსულმა გამოცემა philenews-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

„მოლაპარაკების დასრულებამ გუნდის ხელმძღვანელობა ბედნიერი დატოვა. გუნდი კაილ ლაფერტიმ და ნიკა კაჭარავამ დატოვეს. ორივე 24 000 ევროს ანაზღაურებით წავიდა. სეზონის ბოლომდე რომ დარჩენილიყვნენ შემადგენლობაში, „ანორთოსისს” მათი შენახვა 220 000 ევრო დაუჯდებოდა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

philenews ინფორმაციას ქართველი თავდამსხმელის პირობებზეც ავრცელებს: „ნიკა კაჭარავა გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშე იყო. 2018 წლის ზაფხულში გუნდთან გაფორმებული კონტრაქტით წელიწადში 250 ათას ევრო უნდა მიეღო. რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია, მაგრამ თემურ ქეცბაიას წინადადებით, მისი კონტრაქტი 2020 წლის იანვარში 2022 წლის მაისამდე გაგრძელდა და წელიწადში 200 ათასი ევროს იღებდა“.

კვიპროსული გამოცემა ამტკიცებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ფამაგუსტელებმა იმის იმედად აიყვანეს, რომ მალე მოსკოვის „სპარტაკისგან“ უფრო მეტ თანხას მიიღებდნენ:

„ქართველი თავდამსხმელის ყველაზე დიდი (ფინანსური) პრობლემა ის იყო, რომ ძალიან რთულ პერიოდში „ანორთოსისმა“ მის შესაძენად ასობით ათასი ევრო გადაიხადა. როგორც კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლოიზოს ლოიზუმ განაცხადა 2019 წლის 18 აპრილს, 2018-19 წლების ბიუჯეტიდან მაშინდელმა მენეჯმენტმა კაჭარავას ტრანსფერში 400 000 ევრო გადაიხადა. ის ამბობდა, რომ კაჭარავას ტრანსფერში მოსკოვის „სპარტაკი“ 700 000 ევროს გადაიხდიდა, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა“, – ამტკიცებს კვიპროსული გამოცემა.