კვიპროსული გამოცემა – „ანორთოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილთან ოფიციალური მოლაპარაკება არ უწარმოებია #1TVSPORT

22:02, 20.12.2025

თორნიკე ოქრიაშვილის კვიპროსში დაბრუნება რეალურია, თუმცა „ანორთოსისს“ ჯერ ფეხბურთელთან ოფიციალური მოლაპარაკება არ უწარმოებია, – ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს.

„ინფორმაცია უსაფუძვლო არ არის. ირკვევა, რომ 33 წლის ნახევარმცველი, რომელსაც როგორც „ანორთოსისში“, ისე აპოელ-ში უთამაშია, კარიერის განახლებას ცდილობს, ხოლო თემურ ქეცბაიას დამოკიდებულება მის მიმართ კარგად არის ცნობილი.

ოქრიაშვილმა კვიპროსიდან წასვლის შემდეგ ტრამვების გამო ბევრი გამოტოვა და აპრილის შემდეგ არსად უთამაშია, თუმცა დარწმუნებულია, რომ კვლავ შეძლებს თამაშს და რთულ პერიოდს უკან მოიტოვებს“, – წერს AlphaNews-ი.

საინტერესო დეტალს ავრცელებს გამოცემა Kathimerini. წყაროს ცნობით, „ანორთოსისი“ თორნიკე ოქრიაშვილის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს და ადასტურებს, რომ ქეცბაიას თანამემამულესთან გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა. თუმცა კლუბში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყოფილ ფეხბურთელთან, რომელიც 2025 წლის აპრილის შემდეგ არ თამაშობს, ოფიციალური მოლაპარაკებები არ გამართულა.

მსგავსი