კვიპროსში ქართველებმა მოიგეს – დვალი აპოელ-ის შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
კვიპროსის სუპერლიგის მე-18 ტური ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა.
ლაშა დვალის აპოელ-მა „ომონია“ მიიღო და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. გოლები შეხვედრაში ლაიფისიმ (13), კინტილამ (55), დონისიმ (58) და დრაჟიჩიმ (82) გაიტანეს. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
ხოლო, გიორგი ქვილითაიას „არისმა“ უშუალო კონკურენტს, პირველადგილოსან „პაფოსს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ნიკოლოჩმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.
კვიპროსის სუპერლიგის 18 ტურის შემდეგ ქვილითაიას „არისი“ 43 ქულით „პაფოსს“ გაუთანაბრდა და დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით ლიდერია. ლაშა დვალის აპოელ-ი კი 32 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
კვიპროსის ლიგაში ტურის ორი მატჩია დარჩენილი, ერთ-ერთში ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. 13 იანვარს მათე კვირკვიას „კარმიოტისა“ შინ გიორგი ლორიას „ომონია არადიპუსს“ უმასპინძლებს.