კვიპროსის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

22:54, 30.05.2021

კვიპროსში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კვიპროსის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტიის, „დემოკრატიული კრების“ სასარგებლოდ ხმა ამომრჩეველთა 24-28-მა პროცენტმა მისცა, ხოლო ოპოზიციურ „კვიპროსის მშრომელი ხალხის პროგრესულ პარტიას“ არჩევნებზე მისული მოქალაქეების 23-27-მა პროცენტმა მისცა ხმა. მესამე ადგილზეა დემოკრატიული პარტია, რომელსაც 9,5-12-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

კვიპროსის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 64 პროცენტი შეადგინა.

კვიპროსში ბოლო წლებში არაერთი ხმაურიანი კორუფციული სკანდალი აგორდა და როგორც „როიტერი“ წერს, ეს მთავარი პარტიების რეიტინგებზე უარყოფითად აისახა.

მსგავსი