კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესოებში - ქვილითაია და ლორია ნომინაციების ლიდერებში არიან #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესოებში - ქვილითაია და ლორია ნომინაციების ლიდერებში არიან #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – გუნდები ფინალურ ექვსეულებად დაჯგუფდნენ. ლიდერები ჩემპიონსა და ევროსაგზურების მფლობელებს გაარკვევენ, ქვედა ადგილები კი – ლიგაში დასარჩენთა ვინაობას.

ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოიკვეთნენ – ბომბარდირებში, მეკარეებში, საგოლე ასისტენტებში. ორ ნომინაციაში ქართველებს გამარჯვების შანსი აქვთ.

ბომბარდირთა დავაში გიორგი ქვილითაია ლიდერობს – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელმა 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ლიმასოლის „აპოლონის“ ფრანგ შემტევს, ნიკოლა დიგინის. ქართველის მსგავსად 12 გოლი „აპოლონის“ კიდევ ერთი თავდამსხმელის, იოანის პიტასის ანგარიშზეა.

გიორგი ლორიამ უგოლოდ კარი 12 შეხვედრაში შეინახა

გიორგი ლორია კი მეკარეებში დაწინაურდა – საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარემ უგოლოდ კარი 12 შეხვედრაში შეინახა. ამ მაჩვენებლით გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. პირველზე ნიქოზიისომონიის“ ბრაზილიელი მეკარე ფაბიანოა. 32 წლის გამოცდილმა კიპერმა, რომელიც პორტუგალიურ გრანდში, „პორტუში“ თამაშობდა, კარი „მშრალად“ 14-ჯერ შეინახა, ხოლო მესამე ადგილს 7-7 უგოლო მატჩით „აპოლონის“ დემეტრის დემეტრიუ და აელ-ის კაპოვერდელი ვოზინია არიან.