კვიპროსის „აპოლონი“ თემურ ქეცბაიას მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს #1TVSPORT
კვიპროსის „აპოლონი“ თემურ ქეცბაიას მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს #1TVSPORT

ლიმასოლის „აპოლონის“ მთავარი მწვრთნელის წასვლის შემდეგ პრეს სპიკერმა ფანურიოს კონსტანტინოუმ უარყო ხმები, თითქოს კლუბი ახალ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას კანდიდატურას განიხილავს.

კითხვაზე, არის თუ არა ქართველი სპეციალისტი ადრიან გულას შემცვლელთა სიაში, მან ცალსახად უპასუხა და ბოლო მოუღო ჭორებს: „ქეცბაიას კანდიდატურა არ განიხილება, ჩვენ სხვა ფილოსოფიის მწვრთნელს ვეძებთ“.

ქართველი მწვრთნელის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟს კვიპროსული გამოცემა philenews-ი გამოეხმაურა და ქეცბაიას იგნორირებას გაუგებარი ფაქტი უწოდა.

„რას უწუნებთ ქეცბაიას? ეს კითხვა 2009 წელსაც დაისვა და 15 წლის შემდეგ ისევ აქტუალურია, რადგან ქართველი მწვრთნელი კვიპროსული კლუბების გეგმებში აღარ შედის. ეროვნულ ნაკრებში მისი მუშაობის შემდეგ, არც ერთ დიდ გუნდს, რომელიც მწვრთნელს ეძებდა ან ეძებს, ქართველი სპეციალისტისთვის არ მიუმართავს.

დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება საჭიროებებიც. თუმცა, თემურ ქეცბაია რჩება იმ პიროვნებად, რომელზეც მუდმივად ბევრს საუბრობენ, მაგრამ არა სატრანსფერო ბაზარზე, სადაც ახლა სხვა პრიორიტეტები და საჭიროებებია“, – წერს კვიპროსული გამოცემა.