კვიპროსის „ანორთოსისმა“ გიორგი ლორია წარადგინა
კვიპროსის „ანორთოსისმა“ გიორგი ლორია წარადგინა

გიორგი ლორია – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ტუზი, – ასე წარადგინა კვიპროსულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი.

„ანორთოსისში“ გიორგი ლორია ივნისიდან ვარჯიშობს, მაგრამ კლუბმა საქართველოს ნაკრების გამოცდილი მეკარე ოფიციალურად ახლა წარადგინა. გიორგიმ კვიპროსულ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლამდე გააფორმა.

„მივესალმებით გიორგი ლორიას და „ანორთოსის“ მაისურით წარმატებებსა და ტიტულებს ვუსურვებთ“, – წერს „ანორთოსისის“ ოფიციალური გვერდი.

33 წლის ქართველისთვის „ანორთოსისი“ კარიერაში მეშვიდე გუნდია. აქამდე ლორიას უთამაშია თბილისის „დინამოში“, კრეტას „ოფში“, პირეოსის „ოლიმპიაკოსში“, სამარის „კრილია სოვეტოვში“, მაჰაჩყალას „ანჟისა“ და „მაგდებურგში“.

გიორგი ლორიას საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან იწვევენ. ბოლო წლებში ის ეროვნული გუნდის მთავარი მეკარე გახდა, რომლის ფორმით 49 შეხვედრა ჩაატარა.