კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ძლიერ გუნდთან მატჩი მომზადებაში დაგვეხმარება #1TVSPORT
კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ძლიერ გუნდთან მატჩი მომზადებაში დაგვეხმარება #1TVSPORT

კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრები თბილისშია და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის წინა ვარჯიში ილია კოკაიას სახელობის „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართა. ბოლო ვარჯიშში ყველა მოთამაშე მონაწილეობდა.

„ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ამ მიზნით ამხანაგური მატჩი ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც საქართველოა, ძალიან დაგვეხმარება. ეს ქვეყანა, ისევე როგორც რუმინეთი, ევრო 2023-ის ფინალური ეტაპის თანაორგანიზატორია, ტურნირი კი 21 ივნისს იწყება“, – ამბობს კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონსტანტინოს მაკრიდისი.

კვიპროსის ნაკრების ბირთვს „აპოელის“ მოთამაშეები შეადგენენ, ასევე გუნდში ორი საინტერესო ლეგიონერია – ილიას ბონსი (ატლეტიკო მადრიდი) და ევაგორას ანტონიუ (პანათინაიკოსი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები კვიპროსს 15 ივნისს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში უმასპინძლებს – რამაზ სვანაძის გუნდი ამხანაგურ მატჩს „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე გამართავს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით (20:00) გახსნის.