კვერნაძის გოლი დეკემბრის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის გოლი, რომელიც მან „სალერნიტანას“ გაუტანა, დეკემბრის საუკეთესო გოლად აღიარეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალურ გვერდი ავრცელებს.

„შთამბეჭდავი დრიბლინგი და გოლი, რომელიც უალტერნატივოდ საუკეთესოა. გიორგი კვერნაძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და დრიბლინგი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – ეს დეკემბრის საუკეთესო გოლია“, – წერია სერია B-ს ოფიციალურ გვერდზე.

დეკემბრის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა რამენიმე დღის წინ დაიწყო. რჩეულთა შორის კვერნაძის გარდა იყვნენ, პომპეტიზე („კატანძარო“ – გოლი „პალერმოსთან“) ციკონი („კარარეზე“ – გოლი „კოზენცასთან“), მონჩინი („ბრეშა“ – გოლი „კრემონეზესთან “).

საბოლოოდ, გულშემატკივრებმა უპირატესობა ქართველ თავდამსხმელს მიანიჭეს, რომელმაც „სალერნიტანასთან“ შესანიშნავად ითამაშა და გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა.