კვერნაძის „ფროზინონე“, შესაძლოა, სერია B-ში დარჩეს - „ბრეშას“ დაჯარიმება ემუქრება #1TVSPORT
კვერნაძის „ფროზინონე“, შესაძლოა, სერია B-ში დარჩეს - „ბრეშას“ დაჯარიმება ემუქრება #1TVSPORT

იტალიის სერია B-ში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რამაც, შესაძლოა, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ ლიგაში ადგილი პლეი აუტის გარეშე შეუნარჩუნოს – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ცნობილი იყო, რომ ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ პლეი აუტში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს თამაში გადაიდო. მიზეზი „ბრეშას“ პრობლემებია, რომელსაც საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის გამო ოთხი ქულის დაკლება ემუქრება, რაც სატურნირო ცხრილში ცვლილებებს გამოიწვევს.

თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია „ბრეშას“ წინააღმდეგ სანქციებს გაატარებს, კლუბი პირდაპირ სერია C-ში დაქვეითდება, რაც „ფროზინონეს“ საშუალებას მისცემს პლეი აუტის ზონას თავი დააღწიოს და გადარჩეს, ხოლო „სალერნიტანას“ მეტოქე, კვერნაძის გუნდის ნაცვლად, „სამპდორია“ იქნება, რომლიც ამჟამინდელი მდგომარეობით სერია B-დან გავარდნილია.