კვერნაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა – „უდინეზეში“ ქართველებს არ უთამაშიათ #1TVSPORT

23:37, 29.08.2026

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია A-ში დაბრუნების შემდეგ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – გუნდი „ფიორენტინას“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრა ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. „ფროზინონემ“ ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, შესვენების შემდეგ კი მესამეც გაიტანა. ანგარიში ანტონიო რაიმონდომ სწორედ კვერნაძის საგოლე გადაცემით გახსნა. ქართველმა მაღალი შეფასება, 8.0 ქულა მიიღო – უფრო მეტი, ვიდრე დუბლის შემსრულებელმა რაიმონდომ.

წარმატებით ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უდინეზემაც“, რომელმაც „მონცას“ სტუმრად 3:2 სძლია. ქართველ ლეგიონერებს კვლავ არ უთამაშიათ – ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, გოგლიჩიძე კი სათადარიგოთა შორის დარჩა.

მსგავსი