კვერნაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა #1TVSPORT
კვერნაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა საბა გოგლიჩიძემ, რომლის „ემპოლი“ „კომოს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.

გოგლიჩიძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და ყვითელი ბარათი მიიღო. გოლის დროს საბამ მეტოქის შეტევა ვერ ჩაშალა, რომლის შედეგადაც ანასტასიოს დუვიკასმა „კომო“ დააწინაურა. ანგარიში კუამემ გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ემპოლისთვის“ ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო – გუნდმა 23 ქულა დააგროვა და, მართალია, მე-18 ადგილზეა, ანუ გასავარდნი გუნდების ზონაშია, მაგრამ კონკურენტებთან ქულათა სხვაობა შეამცირა.

იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „სამპდორიას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით მოიგო – 3:0. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

31 ტურის შემდეგ 36 ქულით „ფროზინონე“ მე-11 ადგილზეა, მაგრამ სახიფათო ზონას მხოლოდ სამი ქულა აშორებს.