კვერნაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა და გუნდს „კოზენცასთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
იტალიის სერია B-ს 32-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 68 წუთი ითამაშა და 7.9 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ფროზინონე“ თავიდან აგებდა, მაგრამ 38-ე წუთზე ანგარიში დარტოს მიერ გატანილი ბურთით გაათანაბრა – გამბიელმა თავდამსხმელმა თავის გამოჩენა გიორგი კვერნაძის საგოლე გადაცემის შემდეგ მოახერხა.
„ფროზინონე“ 37 ქულით მე-12 ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მთავარი ბრძოლები წინ აქვს.
გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სეზონში მე-4 საგოლე გადაცემა შეასრულა, მის ანგარიშზე ასევე 3 გოლია.