კვერნაძემ იტალიის თასზე ითამაშა, გელაშვილი ისევ ძირითადში იყო - „ფროსინონემ“ საზონოვის „ტორინო“ დაამარცხა #1TVSPORT
კვერნაძემ იტალიის თასზე ითამაშა, გელაშვილი ისევ ძირითადში იყო - „ფროსინონემ“ საზონოვის „ტორინო“ დაამარცხა #1TVSPORT

ივა გელაშვილის „სპეცია“ იტალიის თასის 1/16 ფინალში „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა (0:0, 4:5).

საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველმა „სპეციას“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში ითამაშა. ივა გელაშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს.

„ტორინომ“ „ფროსინონეს“ უმასპინძლა. ტურინელთა რიგებში კვლავ სათადარიგოთა შორის დარჩა საბა საზონოვი, „ფროსინონეში“ კი გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა.

ანგარიში მე-5 წუთზე „ფროსინონეს“ გერმანელმა თავდამსხმელმა, არიონ იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. მაგრამ ტაიმის ბოლომდე „ტორინომ“ წონასწორობა აღადგინა – გოლი ჩეხმა მცველმა დავიდ ზიმამ გაიტანა და ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც „ფროსინონე“ 98-ე წუთზე ბრაზილიელი ნახევარმცველის, რეინიერის გოლით დაწინაურდა და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვა.