კვერნაძემ იტალიაში სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია B-ში პირველი გოლი გაიტანა და „ფროზინონეს“ „სალერნიტანას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.
მე-19 ტურის შეხვედრა „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდის გამარჯვებას სწორედ მან დაუდო სათავე.
63-ე წუთზე კვერნაძემ ულამაზესი სადებიუტო გოლი გაიტანა – ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და შეტევა შესანიშნავად დააგვირგვინა. მეორე გოლი კი „ფროზინონემ“ 84-ე წუთზე ამბროზინომ ქართველის საგოლე გადაცემით გაიტანა.
ამ გამარჯვებით „ფროზინონემ“ 19 ქულა დააგროვა, მე-17 ადგილზე გადაინაცვლა და საშემოდგომო ეტაპი დაასრულა. კვერნაძის ანგარიშზე 16 შეხვედრაში ერთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.