კვერკველიას მარცხი ლიგის სადებიუტო მატჩში
კვერკველიას მარცხი ლიგის სადებიუტო მატჩში

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საბა კვერკველიასთვის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი ცუდად დაიწყო: სტამბოლში, ფათიჰ თერიმის გაწვრთნილმა „გალათასარაიმ“ უკეთ ითამაშა და რუსები დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

კვერკველია მოსკოველთა ძირითდ შემადგენლონლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ „ლოკომოტივმა“ 3 გოლი გაუშვა, საქართველოს ნაკრების მცველმა მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 6,6.

ეს მცველებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყული მასპინძელთა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.