კვეკვესკირმა გაიტანა, ქართველების ტობოლი დაწინაურდა (ვიდეო)
კვეკვესკირმა გაიტანა, ქართველების ტობოლი დაწინაურდა (ვიდეო)
ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში გოლი გაიტანა და კოსტანაის ტობოლს  მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას ტობოლი გასვლაზე აუტსაიდერ კოკშატაის ორდაბასის ესტუმრა. ქართველები კოსტანაელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. 42-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეტევა წამოიწყო, თავადვე დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. 56-ე წუთზე ტობოლმა  მეორეც გაიტანა, ეს იერიში კი მას შემდეგ დაიწყო, რაც კანკავამ მეტოქის შეტევა შეაჩერა და გადაცემა ჩაჭრა. 67-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველი არტურას ჟულპა მოედნიდან გააძევეს. მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ქართველების გუნდმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა და 2:1 გაიმარჯვა.
ხუთი ტურის შემდეგ ტობოლმა 15 ქულა დააგროვა და ყაზახეთის პრემიერლიგში მეორე ადგილზე დაწინაურდა.