კვეკვესკირის „ლეხმა“ დათოვლილ მოედანზე „კორონა“ დაამარცხა #1TVSPORT
კვეკვესკირის „ლეხმა“ დათოვლილ მოედანზე „კორონა“ დაამარცხა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირის პონზანის „ლეხი“ პოლონეთის ჩემპიონატში კიელცეს „კორონას“ ესტუმრა და 1:0 მოიგო.

ექსტრაკლასას მე-17 ტურის შეხვედრა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა – მეორე ნახევარში თოვლმა მოედანი ისე დაფარა, ხაზები აღარ ჩანდა. ამის გამო მოედნის გაწმენდა თამაშის დროს სცადეს.

ნიკა კვეკვესკირი განაცხადში იყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. გოლი ამის შემდეგ გავიდა – „ლეხის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა კრისტოფერ ველდემ დააახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა.

„ლეხი“ 32 ქულით მე-3 ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერს, ვროცლავის „შლიონსკს“, რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს. ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ კი „რუხს“ საკუთარ მოედანზე 3 დეკემბერს უმასპინძლებს.