კვეკვესკირი და წიტაიშვილი კონფერენს ლიგის პლეიოფში ითამაშებენ - „ლეხმა“ „ვილიარეალი“ დაამარცხა #1TVSPORT
კვეკვესკირი და წიტაიშვილი კონფერენს ლიგის პლეიოფში ითამაშებენ - „ლეხმა“ „ვილიარეალი“ დაამარცხა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხმაკონფერენს ლიგის C ჯგუფის ბოლო ტურში ლიდერი „ვილიარეალი“ პოზნანში მიიღო და მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ესპანელები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ლეხი“ 6 ქულით მეორე ადგილზე იყო და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა. მეტოქის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევა რთული ჩანდა, მაგრამ პოლონეთის ჩემპიონმა ეს ბარიერი დამაჯერებლად დაძლია.

ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო კვეკვესკირი, წიტაიშვილი კი სათადარიგოებში მოხვდა და შეცვლაზეც არ უთამაშია. მე-14 წუთზე მეკარემ კვეკვესკირის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა 27-ე წუთზე „ვილიარეალი“ ვეღარ გადაარჩინა, როდესაც კრისტოფერ ველდემ ზუსტად დაარტყა – 1:0.

მეორე ნახევარში პოლონეთის ჩემპიონმა უპირატესობა გაზარდა. მიხალ სკორასმა (51-ე და 73-ე წუთებზე) მეტოქის კარი ორჯერ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

საბოლოოდ, „ლეხმა“ 9 ქულით ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს.