კვეკვესკირი და წიტაიშვილი დუბაიში გაემგზავრნენ - „ლეხმა“ მზადება დაიწყო #1TVSPORT
კვეკვესკირი და წიტაიშვილი დუბაიში გაემგზავრნენ - „ლეხმა“ მზადება დაიწყო #1TVSPORT

პოზნანის „ლეხი“ დუბაიში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც გუნდთან ერთად ორი ქართველი მოთამაშე, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი არიან.

სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ პოზნანის „ლეხმა“ მდგომარეობა გამოასწორა, პოლონეთის ექსტრაკლასაში ამჟამად მეექვსე ადგილზეა, ხოლო კონფერენს ლიგაში ჯგუფური ეტაპი გადალახა და პლეი ოფში იასპარეზებს.

პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის მიზანი გაზაფხულზე საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება და ევროტურნირზე მაქსიმალური შედეგის მიღწევაა. კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ჯონ ვან დენ ბრომის გუნდის მეტოქე ნორვეგიული „ბოდო გლიმტი“ იქნება.

დუბაიში 33 მოთამაშე გაემგზავრა. მოსამზადებელ შეკრება დღეს, 4 იანვარს დაიწყო.