კვასხვაძემ კლუბი დატოვა - „დინამო“ ჯერ არ ადასტურებს #1TVSPORT
კვასხვაძემ კლუბი დატოვა - „დინამო“ ჯერ არ ადასტურებს #1TVSPORT

​როინ კვასხვაძემ „თბილისის დინამო“ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციას, ჯერჯერობით, „დინამო თბილისში“ არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში (1:2, 2:1 დამარცხდა) გათამაშებას გამოეთიშა და კონფერენს ლიგაზე გადაერთო.

ამ შეხვედრებში როინ კვასხვაძემ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა კლუბიდან წასვლის მიზეზი, თუმცა ვინ იყო ინიციატორი, ჯერ უცნობია.

როინ კვასხვაძე „დინამოში“ 2018 წელს ქუთისის „ტორპედოდან“ გადავიდა, სადაც ის კაპიტანი და გუნდის ლიდერი იყო. კვასხვაძეს წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე რეგულარულად იწვევდნენ და მისი ფორმით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 2016 წელს გასვლაზე ესპანეთთან მოგებულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი