კვასხვაძე, ინკუმი და ცინცაძე ქუთაისში დაბრუნდნენ - „ტორპედოში“ სამივემ ამხანაგური მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
კვასხვაძე, ინკუმი და ცინცაძე ქუთაისში დაბრუნდნენ - „ტორპედოში“ სამივემ ამხანაგური მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თავისი სამი ყოფილი ფეხბურთელი დაიბრუნა და ეროვნული ლიგის თამაშების განახლებას საგრძნობლად გაძლიერებული შემადგენლობით დაიწყებს.

ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდნენ – მეკარე როინ კვასხვაძე, განის ანკრებში ნათამაშები მარჯვენა მცველი სამეულ ინკუმი და ნახევარმცველი მათე ცინცაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში გამოსვლის გამოცდილება გააჩნია.

კვასხვაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი 2014 წელს გახდა, სეზონის დასრულების შემდეგ კვიპროსულ „ოთელოსში“ გადავიდა, მაგრამ 2015 წელს დაბრუნდა და 2019 წლამდე თამაშობდა. იყო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრი. 2019-2021 წლებში „დინამო თბილისში“ თამაშობდა, რომელიც 14 ივლისს დატოვა.

მათე ცინცაძემ ფეხბურთის თამაში ფოთში დაიწყო, შემდეგ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო, სადაც მან 6 წელი გაატარა. 2013-2014 წლების სეზონის დასაწყისში ქუთაისის „ტორპედოში“ გადაბარგდა. იმავე სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მათე თბილისის „დინამომ“ შეიძინა. ქუთაისში 2018-2019 წლებში თამაშობდა,ბოლოს კი ალბანურ „კუკეშში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრების ლიდერი და ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

სამუელ ინკუმი ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი ლეგიონერია. 2020 წელს ის „სამტრედიაში“ ჩაირიცხა. 2020 წელს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი იყო – „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ჩამოსვლის დროს, მისი კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ევრო იყო. მან განას ეროვნული ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს გახდა აფრიკის ვიცეჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა. „სამტრედიასთან“ კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ზაფხულში გუნდის დატოვება სურდა, მაგრამ გუნდს სპონსორი გამოუჩნდა, მალე კერძო საკუთრებაში გადავა და ინკუმი დაბრუნდა.

სამივე მათგანმა უკვე ითამაშა ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმით ამხანაგური მატჩში, რომელშიც კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა ქობულეთის „შუქურა“ 3:1 დაამარცხეს.

დატოვე კომენტარი