კვარაცხელიასგან მუდმივად მოდის საფრთხე - ის, ვინც პირველ წრეში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
კვარაცხელიასგან მუდმივად მოდის საფრთხე - ის, ვინც პირველ წრეში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს რუსეთის ჩემპიონატის იმ 10 მოთამაშეს შორის, რომლებმაც გამოცემა „ჩემპიონატის“ ექსპერტების აზრით, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

„რუსეთის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ შუალედური შედეგების შეჯამების დრო დადგა. ჩვენ შევადგინეთ 10 ფეხბურთელის სია, რომლებმაც თავი ყველაზე მეტად გამოიჩინეს ჩემპიონატის გასულ 15 ტურში“, – წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ „ჩემპიონატი“ წერს:

„ამჟამად ხვიჩა არის რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშე. ქართველი ნახევარმცველი საშუალოდ მატჩში 4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია. კვარაცხელიასგან მუდმივად მოდის საფრთხე მეტოქის კართან. ლაპარაკია ხვიჩათი დორტმუნდის „ბორუსიას“ დაინტერესების შესახებ. კვარაცხელიას თვალს იტალიაშიც ადევნებენ. ალბათ, ძალიან მალე ის რუსეთის პრემიერლიგას დატოვებს. ახლა კი ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, „რუბინში“ მისი სანახაობრივი თამაშს მივადევნოთ თვალი“, – წერს „ჩემპიონატი“.

აქვე ვიტყვით, რომ ცნობილმა გამოცემა „სოვსპორტმა“ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.