კვარაცხელიასა და „რუბინის“ მტკივნეული მარცხი - ყაზანში „ზენიტმა“ მოიგო #1TVSPORT
კვარაცხელიასა და „რუბინის“ მტკივნეული მარცხი - ყაზანში „ზენიტმა“ მოიგო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასა და ყაზანის „რუბინისთვის“ რუსეთის პემიელრიგის მე-8 ტურის მატჩი წარუმატებელი გამოდგა, სადაც ლეონიდ სლუცკის გუნდმა გათამაშების ლიდერს პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა.

„რუბინი“ მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩებოდა და მოგების შემთხვევაში დაეწეოდა. მაგრამ ყაზანის ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლებს „ზენიტმა“ ცივი შხაპი გადაასხა. არტიომ ძიუბას (24, 43) დუბლით და კლაუდინიოს (29) გოლით სტუმრები 3:0 დაწინაურდნენ.

ყაზანელებმა მეორე ნახევარში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს – უფრო სწორედ ეს გოლიც პეტერბურგელებმა გაიტანეს. ბურთი საკუთარ კარში დმიტრი ჩისტიაკოვმა ჩაჭრა და „ზენიტმა“ 3:1 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მონდომებული იყო, მაგრამ გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია და 74-ე წუთზე შეცვალეს. 8 ტურის შემდეგ 14 ქულით ყაზანის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.