კვარაცხელიასა და კვირკველიას წასვლა დაეტყო - ეროვნული ლიგის შეფასება 17 მილიონით შემცირდა #1TVSPORT
კვარაცხელიასა და კვირკველიას წასვლა დაეტყო - ეროვნული ლიგის შეფასება 17 მილიონით შემცირდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა, საბა კვირკველია – ბაქოს „ნეფჩიში“და გერმანულ სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ მიერ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური შეფასება საგრძნობლად შემცირდა.

კვარაცხელიას შეფასება 15 მილიონი ევრო იყო, კვირკველიას – 1 მილიონი, კიდევ რამდენიმე მოთამაშემ კარიერის უცხოეთში გააგრძელება გადაწყვიტა და ელიგის შეფასება 17 მილიონი ევროთი შემცირდა.

ამჟამად, ეროვნული ლიგის საერთო ჯამური შეფასება 44,58 მილიონი ევროა. ბათუმის „დინამოს“ შეფასება 25 მილიონი ევროდან 9,30-მდე შემცირდა, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირადღირებული გუნდია და პირველ ადგილზეა.

კონკურენტთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა „დინამო თბილისმა“, რომელმაც 1,8 მილიონად შეფასებული მცველი ჯიმი ტაბიძე და ულად ომარ-იმრანი (0,350 თასი ევრო) დაიმატა.

ეროვნული ლიგის ყველაზე დაბალი შეფასება ამჯამად ორ გუნდს გააჩნია – „თელავისა“ და „გაგრას“ ჯამური შეფასება იდენტურია, 2.23 მილიონი ევრო.

ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასი

დინამო ბათუმი 9.30

დინამო თბილისი 8.78

დილა გორი 4.58

ტორპედო ქუთაისი 4.28

საბურთალო 4.21

სამგურალი წყალტუბო 3.48

სიონი ბოლნისი 2.81

ლოკომოტივი თბილისი 2.71

თელავი 2.23

გაგრა 2.23

სულ 44,58 მილიონი ევრო