კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი - ხვიჩა ზახარიანზე ძლიერია, იმედია, რუსეთიდან მალე წავა #1TVSPORT
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი - ხვიჩა ზახარიანზე ძლიერია, იმედია, რუსეთიდან მალე წავა #1TVSPORT

მოსკოვის „დინამოში“ ყაზანის „რუბინიდან“ ახლახან გადასულმა ნახევარმცველმა დენის მაკაროვმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში უპასუხა კითხვას ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და არსენ ზახარიანის შესახებ.

– ვარჯიშებზე სასწაულებს ვინ უფრო აკეთებს – ზახარიანი თუ ხვიჩა?

ზახარიანისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, წინ მაინც ხვიჩა დგას. ისინი ძალიან განსხვავდებიან. კვარაცხელიას აქვს უნარი, მოატყუოს, მომენტები შექმნას და ყველაფერი ლამაზად გააკეთოს. ის ბურთით უფრო ტექნიკურია. ზახარიანი ჭკვიანი ფეხბურთელია, დახვეწილი გადაცემა და დარტყმა შეუძლია.

– გიკვირს, რომ ხვიჩა არსად მიდის?

– იმედი მაქვს, რომ წავა, რადგან რუსეთში შეიძლება „დამჟავდეს“. მას დიდი პოტენციალი აქვს და თუ სწორი მიმართულებით წავა, მაშინ ეჭვი არ მეპარება, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ბურთს ვერ ელევა, თითქოს, ბურთი უნდა ამშობიაროს. ზოგჯერ ვარჯიშის დროს, ისეთი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებოდით – მას ერთი ბურთი მივცეთ, მეორეთი კი ჩვენ ვითამაშოთო. თუკი ის გადახედავს ამ მომენტს და ევროპაში გაემგზავრება, წარმატებას მიაღწევს.

– არ ფიქრობ, რომ ხვიჩას უცხოეთში „დინამოში“ შენი ტრანსფერის გამო აღარ უშვებენ?

– არა მგონია, თუ კარგი შეთავაზება იქნება, გაუშვებენ. ეს მისთვის სწორი იქნება. მთავარი ის არის, რომ რუსეთში არ გაჩერდეს.