კვარაცხელიას ყოფილი გუნდი ჩემპიონობას მიუახლოვდა - გოგლიჩიძისა და საზონოვის „ემპოლი“ სერია A-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
კვარაცხელიას ყოფილი გუნდი ჩემპიონობას მიუახლოვდა - გოგლიჩიძისა და საზონოვის „ემპოლი“ სერია A-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში 37-ე ტურის შეხვედრები გაიმართა – საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი – „ნაპოლი“ ჩემპიონობას მიუახლოვდა.

„ემპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა, რომელიც სერია A-დან უკვე გავარდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და ტაიმი 1:0 მოიგეს. „ემპოლიმ“ მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და სამი გოლი გაიტანა – საბა გოგლიჩიძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და სრული ტაიმი ჩაატარა.

„ნაპოლი“ კი „პარმას“ ესტუმრა. ანტონიო კონტეს გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერთან დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნაპოლი“ 79 ქულით პირველ ადგილზეა და „ინტერს“ (გასვლაზე „ლაციოსთან“ 2:2 ითამაშა) ერთი ქულით ასწრებს. „ემპოლი“ (31) კი გასავარდნ ზონაშია, მაგრამ იტალიური ფეხბურთის ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.