კვარაცხელიას წინააღმდეგ დოდოს თამაში დადებითად შეაფასეს #1TVSPORT
კვარაცხელიას წინააღმდეგ დოდოს თამაში დადებითად შეაფასეს #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემა „ტუტომერკატომ“ დადებითად შეაფასა „ფიორენტინას“ მცველის, დოდოს თამაში „ნაპოლისთან“, სადაც ბრაზილიელი მცველი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშობდა.

დოდოს თამაში ქართველი თავდამსხმელის წინაღმდეგ იტალიურმა გამოცემებმა ასე შეაფასეს:

გაძეტა დელო სპორტი – 7

ლა ნაზიონე – 7

ტუტომერკატოვები – 7

კორიერე დელო სპორტი – 6,5

ტუტოსპორტი – 6

ფირენცევიოლა – 6,5

დოდო კარგი იყო. მან კვარაცხელია შეზღუდა

„სადებიუტო მატჩში „ფიორენტინას“ შემადგენლობაში  გუნდის ახალწვეულმა დოდომ იმედები გაამართლა,  „ნაპოლის“ თავდამსხმელის, კვარაცხელიას განეიტრალება მოახერხა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა – „გაძეტა დელო სპორტმა“ და „ლა ნაზიონემ“ მისი თამაში 7 ქულით შეაფასეს.

ბრაზილიელმა მოახერხა კვარაცხელიას კონტროლის ქვეშ მოქცევა, მატჩის ბოლოს მეტოქეს თავად შეუტია. კვარაცხელიასთან მშვენიერი სანახაობა გამართა და მშვენიერი სპორტული დონე აჩვენა.

ოდნავ ნაკლები შეფასება მიიღო „ტუტომერკატოსა“ და „კორიერე დელო სპორტისგან“, რადგან კვარაცხელიას მოხერხებულობა და ფორმა აიძულებდა, ყოფილიყო ფრთხილი და კონსერვატიული. მას ჰყავდა ძალიან რთული მეტოქე, როგორიც არის კვარაცხელია, რომელთანაც თავიდანვე გამოიყენა ხისტი მანერები და აშკარად შეზღუდა მისი შეტევები.

ქართველის გასვლის შემდეგ შეტევებში თამამად ერთვებოდა, როგორც ეს ბრაზილიელ მცველს შეეფერება. ის კარგი იყო იმ მომენტშიც, როდესაც ერთ-ერთი პირველივე სახიფათო შეტევის დროს, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიას თავიდან ააცალა და გუნდი გოლს გადაარჩინა“, – წერს გამოცემა.