კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა - ხვიჩა „დინამო თბილისთან“ ითამაშებს #1TVSPORT
კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა - ხვიჩა „დინამო თბილისთან“ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უჩვეულო ყურადღების ცენტრში მოექცა – „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას უკვე დადასტურებული ტრანსფერის გამო, იტალიის ლამის ყველა ცნობილი თუ უცნობი გამოცემა ეროვნულ ლიგაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გამოსვლაზე წერს.

ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბოლნისის „სიონთან“ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი პირველივე ტაიმში გამოცვალეს, რადგან რამდენჯერმე უხეშად ეთამაშნენ და კვარაცხელიამ სიფრთხილის გამო შეცვლა თავად ითხოვა.

calciomercato

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალ სეზონში მისი გუნდი მაისურს მოირგებს. თუმცა, საღამოს საქართველოდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ბათუმის „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩის 42-ე წუთზე მცირე ფიზიკური პრობლემის გამო შეცვალეს. თუმცა, სერიოზული არაფერი: 2001 წელს დაბადებული მარცხენა ფლანგის შემტევს გამოცვლის შემდეგ ყინული დაადეს და ანალიზი უახლოეს საათებში ჩაუტარდება.

Tuttonapoli

სერიოზული არაფერია – კვარაცხელია ქართველების დიდ მატჩში მოედანზე იქნება

ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელი ტრავმა სერიოზული არაა – ახალ სეზონში „ნაპოლის“ პირველი ახალწვეული მოედანს საქართველოს ლიგის ტურის მატჩში დაუბრუნდება. ბათუმის „დინამოს“ შეტევის ლიდერს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ „დინამო თბილისთან“ რთული გასვლითი მატჩი ელის.

ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ესტუმრება. შეხვედრა სამშაბათს, 3 მაისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.