კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 10 მილიონამდე გაიზარდა
კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 10 მილიონამდე გაიზარდა

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ „ტრანსფერმარკეტმა“ 2020 წლის მოთამაშეთა სატრანსფერო ფასებს საბოლოოდ გადახედა და ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კიდევ უფრო გაიზარდა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავადმსხმელის გრაფაში ამიერიდან 7,5 მილიონის ნაცვლად, 10 მილიონი ევრო წერია. საინტერესოა, რომ წლის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 2,3 მილიონი ევრო იყო. სამწუხაროდ, ორი მილიონით შემცირდა საბა კვირკველაის სატრანსფერო ღირებულება, გია გრიგალავასი – 800 ათასით.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია, „რუბინი“ 10,00

გიორგი ჩაკვეტაძე, „გენკი“ 6,00

საბა კვირკველია, „როტორი“ 3,00

დავით ხოჭოლავა, „შახტარი“ 3.00

ვაკო გვილია, „ლეგია“ 2.50

ზურაბ დავითაშვილი, „როტორი“ 2.50

ჯიმი ტაბიძე, „უფა“ 2.50

ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ 2.00

ლევან შენგელია, „კონიაპორი“ 1,80

გია გრიგალავა, ტულას „არსენალი“ 1,00

გიორგი ქვილითაია, „ანორთოსისი“ 1,80

საბა ლობჯანიძე, „ანკარაგუჯუ“ 1,70

დატოვე კომენტარი