კვარაცხელიას საგოლე გადაცემა ვიდეორეფერიმ გააუქმა - „რუბინი“ „სპარტაკს“ დაეწია
კვარაცხელიას საგოლე გადაცემა ვიდეორეფერიმ გააუქმა - „რუბინი“ „სპარტაკს“ დაეწია

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „კრასნოდარს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ყაზანურმა კლუბმა გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე გაიტანა. თავი დენის მაკაროვმა გამოიჩინა. „რუბინის“ ძირითადში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელაი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ზურიკო დავითაშვილი კი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს. ეს 77-ე წუთზე მოხდა, როდესაც ქართველის გადაცემის შემდეგ ევგენი მარკოვმა თავით გაიტანა. მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარებას მიმართა, რომლის ნახვის შედეგად ჩათვალა, რომ თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი გააუქმა.

„რუბინმა“ 27 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა, ქულებით მოსკოვის „სპარტაკს“ დაეწია და მეცხრე ადგილზეა. ყაზანური კლუბი დედაქალაქში მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით, მოგებული მატჩების რაოდენობით ჩამორჩება.

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ყაზანის გუნდს ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსიც გააჩნია და ამავე დროს, ლიგიდან გავარდნის საფრთხეც თავიდან საბოლოოდ არ აუცილებია.

დატოვე კომენტარი