კვარაცხელიას საგოლე გადაცემა და პრიზი - ქართველი საუკეთესოდ აღიარეს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ყაზანის „რუბინის“ გამორჩეული მოთამაშე გახდა და გუნდის მოპოვებულ ქულაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

პრემიერლიგის მორიგ შეხვედრაში ყაზანის „რუბინი“ „სოჭს“ ესტუმრა და გასვლითი მატჩში ქულა მოიპოვა 1:1. „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი. ბექა მიქელთაძემ ტრავმის გამო არ ითამაშა. 87-ე წუთზე ნიკა ყიფიანი გამოჩნდა, ხოლო 46-ე წუთზე კი დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შემოვიდა, რომელმაც სამ წუთში საგოლე შეტევა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე წამოიწყო – ეფექტური ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მცველი, მერე იბრძოლა და მეორეს ბურთი არ დაუთმო, მესამეს გაცდა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა თანაგუნდელი ევგენი მარკოვი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან ანგარიში გაათანაბრა 1:1.

„შესვენების დროს, ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შევიდა. ხვიჩა თამაშში შესანიშნავად ჩაერთო და მარცხენა ფლანგზე მეტოქეებს ერთმანეთის მიყოლებით სცდებოდა. ერთ-ერთი ასეთი გარღვევა გოლით დასრულდა: კვირას გადაცემის შემდეგ ევგენი მარკოვმა ზუსტად დაარტყა. ამ ფრემ კი „რუბინს“ საშუალება მისცა, რომ პირდაპირი გავარდნის ზონა დაეტოვებინა“ – წერს „რუბინის“ ოფიციალური ვებგვერდი.

კვარაცხელია გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

„2019/20 წლების სეზონში, რუსეთის პრემიერ ლიგა, ტელეკომპანია Match Premier-ის არხის ექსპერტებთან ერთად, ყოველი შეხვედრის ბოლოს მატჩის საუკეთესო მოთამაშეს არჩევს. მათი ვერსიით, მატჩის„სოჭი”-„რუბინის” (1: 1) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც თავი დიდოსტატური საგოლე გადაცემით გამოიჩინა“ – ვკითხულობთ „რუბინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.