კვარაცხელიას პრიზი „ფრედი კრიუგერმა“ გადასცა
კვარაცხელიას პრიზი „ფრედი კრიუგერმა“ გადასცა

სახალისო ამბავი მოხდა ყაზანის „რუბინის“ გასახდელში, როდესაც გუნდი რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ტულას „არსენალთან“ გამარჯვებას ზეიმობდა – გასახდელში საშინელებათა ფილმის, „კოშმარი თელების ქუჩაზე“ გმირის, ფრედი კრიუგერის ნიღბით შემოსილი პირი გამოჩნდა. მან გუნდს გამარჯვება მიულოცა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცა.

ფოტო ყაზანური კლუბის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნდა – ყაზანის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი კლუბის გასახდელში გამარჯვებას ფრედი კრუგერთან ერთად ზეიმობდნენ. ის ფოტოს გადაღებისას „რუბინის“ ფეხბურთელებთან ერთად დაჯდა – ასე აღნიშნა ჰელოუინი „რუბინის“ პრეს-სამსახურმა.

ფრედი კრიუგერი საზარელი შესახედაობის სერიული მკვლელი – ფილმი 1984 წელს გამოვიდა და იმ დროისთვის ფრედი კრიუგერზე უფრო საშიში პერსონაჟი წარმოუდგენელიც იყო.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ყაზანის „რუბინისა“ და ტულის „არსენალის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პრემიერლიგის პარტნიორი „მატჩ-პრემიერის“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასახელა. საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ორ საგოლე შეტევაში მონაწილეობდა.