კვარაცხელიას პირველი დუბლი საფრანგეთის ჩემპიონატში - „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანაგეთის ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა, „პარი სენ-ჟერმენმა“ კი საშინაო შეხვედრაში „რენი“ 5:0 დაამარცხა.
მე-15 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა, 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება 9.3).
ქართველი ფეხბურთელის გარდა, თითო გოლი სენი მაიულუმ, იბრაჰიმ მბაიემ და გონსალო რამუშმა გაიტანეს.
პსჟ 15 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა, კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.