კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნანტი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნანტი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ „ნანტს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

29-ე ტურის გასვლით შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ვიტინიამ გახსნა. 83-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა დუგლას აუგუსტომ დააგვირგვინა და ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

ქართველი თავდამსხმელი პარიზული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში ხვიჩამ მეკარესთან პირისპირ ჟოაო ნევეში გაიყვანა, მაგრამ პორტუგალიელემა „ნანტის“ მეკარეს ვერ აჯობა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში გამართული 29 ტურის შემდეგ 78 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „მარსელს“ 23 ქულით ასწრებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონობა რამდენიმე ტურის წინ, ვადაზე ადრე გაინაღდა.