კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის სუპერთასზე დამარცხდა #1TVSPORT

00:50, 17.08.2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მორიგი ტიტული ვერ მოიპოვა – გუნდი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ლანსი“ 32-ე წუთზე ფლორიან ტოვინის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. ამ მომენტიდან მალე „ლანსი“ 10 ფეხბურთელით დარჩა და პარიზელებმა რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვეს.

ამის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდს მომენტების შექმნა უჭირდა, 87-ე წუთზე კი თავადავ კაცნაკლული დარჩა – მეტოქესთან უხეშობისთვის ნუნუ მენდეში გააძევეს. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლანსი“ თავის ისტორიაში პირველად საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი