კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა - დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „მარსელთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა - დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „მარსელთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ უმასპინძლა, 0:1 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.

ნეაპოლელების ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ პირველ ტაიმში ხშირად უხეშობდნენ, ერთ ეპიზოდში ექიმების დახმარებაც გახდა საჭრო, მაგრამ ხვიჩა მოედანზე დარჩა და შესვენებამდე თამაში რამდენჯერმე გამწვავა. კვარაცხელიას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარს მცირედით ასცდა.

მეორე ტაიმში ქართველის გადაცემით ბურთის გატანა ზამბო ანგისას შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. „ნაპოლი“ დიდი ძალებით უტევდა, „ლაციომ“ კი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და 79-ე წუთზე გუსტავ ისაკსენმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად „ნაპოლიმ“ (32) ლიდერობა დაკარგა და „ატალანტამ“ მას ორი ქულით გადაასწრო. წაგების მიუხედავად, მასპინძლებში ქართველმა საუკეთესო შეფასება (7,0) მიიღო.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „მარსელი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. ქართველი შემტევი მასპინძლეთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

„მარსელი“ მე-17 წუთზე გახსნა რაბიომ გახსნა. სტუმრებმა უპირატესობა 65-ე წუთზე გაზარდეს – გრინვუდმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მან დამატებაზე მაინც მოახერხა გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.