კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლიმ“ „უდინეზე“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლიმ“ „უდინეზე“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში ​„ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება 1:1 დაასრულა, მაგრამ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად ნაბიჯი მაინც გადადგა. კვარაცხელია გუნდს კუნთის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევარში კი „ნაპოლი“ სწრაფად დაწინაურდა – 51-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მატეო პოლიტანოს შესანიშნავი გადაცემით ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა, მცველს დაასწრო და ახლოდან ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა. ოსიმენმა მე-80 წუთზეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაუთვალეს. 90+2-ე წუთზე კი „უდინეზემ“ ისააკ საქსესის გოლით ქულა გადაარჩინა.

ნაპოლიმ“ 35 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა – ცნობილია, რომ მიმდინარე ევროსეზონის შედეგებით იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი ითამაშებს. აქედან გამომდინარე, ნეაპოლელებს ამჟამინდელი პოზიცია კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.

ამავე დროს, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ნეაპოლელები ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს ხუთი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლებს – ცხრა ქულით.