კვარაცხელიას გადაყვანა ყველას უნდა - ახლა „მონაკოც“ გააქტიურდა #1TVSPORT
კვარაცხელიას გადაყვანა ყველას უნდა - ახლა „მონაკოც“ გააქტიურდა #1TVSPORT

სანაკრებო მატჩების შემდეგ კვარაცხელიას მომავალი არაერთ კლუბს დაუკავშირეს. ახლა Eurostavka-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით „მონაკო“ დაინტერესდა. 

„ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველით, ხვიჩა კვარაცხელიათი „მონაკო“ დაინტერესებულია. მონეგასკების ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა რუს პარტნიორებს თხოვნით, ხვიჩა დაეხასიათებინათ და მის წარმომადგენელთან დაეკავშირებინათ“, – ამტკიცებს „ევროსტავკა“.

ინტერნეტ-პორტალის ცნობით, კვრაცახელიას სანაკრებო მატჩებში კიდევ დააკვირდებიან: „მრავალი საუკეთესო ევროპული კლუბის სკაუტი აპირებს, კვარაცხელიას რუმინეთთან და ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრების ივნისის საკონტროლო მატჩებზე დააკვირდნენ“.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 22 თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. ის საქართველოს ნაკრებში შენიშნეს, სადაც ხვიჩამ დიდი მოწონება დაიმსახურა. „რუბინთან“ მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს პორტალმა Transfermarkt 20 წლის ქართველი მოთამაშის საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა. „მონაკო“ ახალაგზრდების მოზიდვასა და შემდგომ მათ გაყიდვაზე ორიენტირებული გუნდი გახდა. ბოლო ხმაურიანი გარიგება კილიან მბაპეს ტრანსფერი იყო, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.

წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. მისი ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.