კვარაცხელიას „ბრაგასთან“ თამაში საეჭვოა - ხვიჩა გაციებულია და გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა #1TVSPORT
კვარაცხელიას „ბრაგასთან“ თამაში საეჭვოა - ხვიჩა გაციებულია და გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში „ნაპოლი“ „ბრაგას“ „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ სამშაბათს, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე უმასპინძლებს. 1/8-ფინალში გასასვლელად, მადრიდის „რეალის“ შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ნეაპოლელებს „ბრაგასთან“ ფრეც ყოფნით.

ბრაგასთან“ მატჩამდე, გუშინდელ ვარჯიშში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არ მიუღია, ასევე საეჭვოა იენს კაიუსტეს და მარიო რუის თამაში – ინფორმაციას football-italia ავრცელებს.

ნეაპოლელთა მწვრთნელს, ვალტერ მაცარის რამდენიმე პრობლემა აქვს გადასალახი, რადგან კვარაცხელიას გრიპის მსგავსი სიმპტომები აწუხებს. დღეს მან გუნდთან ერთად არ ივარჯიშა, მხოლოდ დარბაზში დაიტვირთა.

ასევე მიღმა რჩება მარიო რუი, რომელიც ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ხოლო კაიუსტეს მუხლის კუნთის დაჭიმვა დაუდგინდა „იუვენტუსთან“ 0:1 მარცხის შემდეგ. მუხლის ტრავმის გამო, მარცხენა მცველის, მატიას ოლივერას თამაში 2024 წლამდე გამოირიცხა. ამიტომ სავარაუდოა, რომ დაცვის მარცხენა მხარეს კვლავ ნათანს გამოიყენებენ“, – წერს football-italia.