კვარაცხელიამ „ზენიტი“ უარით გაისტუმრა - ხვიჩას ტოპ-ლიგაში თამაში სურს #1TVSPORT
კვარაცხელიამ „ზენიტი“ უარით გაისტუმრა - ხვიჩას ტოპ-ლიგაში თამაში სურს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ უარი თქვა რუსეთის ჩემპიონ პეტერბურგის „ზენიტში“ ტრანსფერზე, რადგან კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, – ინფორმაციას liverpoolecho ავრცელებს.

„გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანის ფავორიტი „ევერტონი“ იყო. 20 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა „ზენიტში” გადასვლაზე, რადგან მას ძალების მოსინჯვა ტოპ-ჩემპიონატში სურს“, – წერს გამოცემა.

ევერტონზე“ ინფორმაცია რუსულმა ინტერნეტ-პორტალმა Soccer-მა გაავრცელა, რომლიც ამტკიცებდა, რომ ლივერპულელები ქართველი თავდამსხმელის გადაყვანის პირველი პრეტენდენტები არიან. „ევერტონის“ სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა ეს ცნობა უარყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლება – კვარაცხელიათი ბევრად უფრო საინტერესო კლუბები ინტერესდებიან.

ამასთან, liverpoolecho ამტკიცებს, რომ ხვიჩას დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღება შეუძლია.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს შეუძლია დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა მიიღოს, რადგან მან საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ რვა თამაშში სამი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი მარტში ესპანეთთან, რაც ნებისმიერი საჩივრის სასარგებლოდ გამოდგება“.