კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა - ხვიჩა „რომასთან“ ითამაშებს #1TVSPORT
კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა - ხვიჩა „რომასთან“ ითამაშებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა შეშფოთებას არ იწვევს, „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი მომჯობინდა და „რომასთან“ მოახლოებული მატჩისთვის მზადებას დღეს დაიწყებს, – ინფორმაცია Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა.

„ქართველმა განაახლა ვარჯიში და შეუერთდა „ნაპოლის“, რომელმაც „რომასთან“ მატჩისთვის მზადება სამშაბათს დილიდან დაიწყო. კვარაცხელიამ ვარჯიშის პირველი ნაწილი გუნდთან ერთად დარბაზში გაატარა, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალურად იტვირთებოდა, დანარჩენებმა სათამაშო კომბინაციები დაამუშავეს.

ამგვარად, „ნაპოლი“ „რომას“ კვლავ ხვიჩა კვარაცხელიათი შეუტევს. ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც გრიპის გამო „კრემონეზესა“ (იტალიის თასი) და „სალერნიტანასთან“ (სერია A) ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, ლუჩიანო სპალეტის გუნდს დაუბრუნდება და დაუპირისპირდება „რომას“, რომელიც ახლა „ინტერთან“ და „ლაციოსთან“ ერთად მესამე ადგილზეა.

ნეაპოლელთა 77 ნომერი მზად არის სასტარტო ადგილის დასაბრუნებლად. გუშინ დარბაზში ინდივიდუალური ვარჯიშის შემდეგ, კვარაცხელია გუნდს ვარჯიშზე დღეს შეურთდება. ამიტომ მოურინიოს „რომასთან“ სპალეტი კვლავ შეძლებს ქართველის, ოსიმენისა და პოლიტანოს „სამკუთხედის“ შეკვრას. იმის მიუხედავად, რომ ელმასი ამ დროისთვის ერთ-ერთი უძლიერესია გუნდში, სავარაუდოდ, შემადგენლობაში არ იქნება“, – წერს იტალიური გამოცემა.