კვარაცხელიამ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა - მიმაჩნია, რომ ტოპ-ლიგისთვის მზად ვარ და იქ მოხვედრაზე ვოცნებობ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ უახლოეს მომავალში ყაზანის „რუბინიდან“ ტოპ-ლიგაში შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„რუსული ფეხბურთში გავხდი სერიოზული მოთამაშე და მადლიერი ვარ. მადლობა სიომინს და სლუცკის, რომ უფრო გამაძლიერეს. მე ასევე „რუბინის“ მადლიერი ვარ ამ კარგი სეზონისთვის. პატივს ვცემ კლუბთან კონტრაქტს და სანამ ის გაგრძელდება, მას დავიცავ. აგენტისთვის კი მითითება არ მიმიცია, რომ გინდა თუ არა ამ ზაფხულს დავტოვო რუსეთი. მინდა ევროპაში ვითამაშო – ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ტრანსფერი განხორციელდება. როდის – არ ვიცი, იქნებ ამ ზაფხულშიც წავიდე. ასეა თუ ისე, რუსეთის პრემიერ ლიგა და „რუბინი“ ჩემს გულში სამუდამოდ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხზე.
მან კომენტარი გააკეთა კითხვაზე, მზად არის თუ არა ტოპ-ლიგაში გადასასვლელად: „დიახ, მე მზად ვარ. ვოცნებობ ამ დონის გუნდებზე და მოხარული ვიქნები, ერთ დღეს იქ რომ მოვხვდე, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ოცნებაა. ახლა მე ველოდები „რუბინის“ გენერალურ დირექტორს საიმანოვს და ჩემს აგენტს”.
ნობელ არუსტამიანთან კომენტარი კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამაც გააკეთა ბოლო ინტერვიუს შესახებ, სადაც მან თქვა, რომ მისი შვილი რუსეთს დატოვებს ამ ზაფხულს.
„ჩემი, ხვიჩას და მამუკას (ფეხბურთელის აგენტი – ჯუღელი) ოცნებაა – გადავიდეს ევროპის დიდ გუნდში. მამუკა ამ მიმართულებით მუშაობს. ზოგადად, სწორედ აგენტი აწარმოებს ხვიჩას ყველა საქმეს – მოლაპარაკებებს მხოლოდ ის აწარმოებს. მე ამას ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ბოლო წლებში ბევრი სხვადასხვა ჭორი და საუბარი მიმდინარეობდა. 12 წლიდან ხვიჩას კარიერით მამუკაა დაკავებული, მაგრამ არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა, ხვიჩა ყაზანის დატოვებას რაც შეიძლება მალე და რაიმე საბაბით არ აპირებს. მას „რუბინთან“ კონტრაქტი აქვს და მას პატივს სცემს. უხარია, რომ მან გუნდთან ერთად ევროსაგზური მოიპოვა. „რუბინში“ ჩემი შვილის პროგრესით კმაყოფილი ვარ. ჩემი სიტყვები კი უბრალოდ არასწორად იყო ინტერპრეტირებული. დიახ, ჩვენ თავდაპირველად გვინდოდა ხვიჩას ევროპაში წაყვანა, მაგრამ რუსეთი ჩვენთვის კარგი ტრამპლინია. მე ამას ვხედავ, როგორც ყოფილი ფეხბურთელი. რუსეთის პრემიერლიგა ხვიჩას მოუხდა, რაც მთავარია, ვხედავ, სლუცკის დროს ჩემი შვილი როგორ შეიცვალა“, – ამბობს ბადრი კვარაცხელია.