კვარაცხელიამ „შერიფს“ გაუტანა
კვარაცხელიამ „შერიფს“ გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ შეკრებაზე მორიგი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი მოლდოვის ჩემპიონი, ტირასპოლის „შერიფი“ 2:0 დააამარცხა.
 
ბელეკის სპორტულ ცენტრ „ბელიზში“ გამართული შეხვედრა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. „შერიფთან“ ანგარიში მე-11 წუთზე კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავითაშვილმა მოედანი 75-ე წუთზე დატოვა.
ამ შეხვედრით თურქეთში ყაზანის „რუბინის“ მესამე შეკრებაც დასასრულს მიუახლოვდა. ყაზანელებმა კიდევ ორი ტესტ-მატჩი უკვე ჩაატარეს: 16 თებერვალს ბეალარუსულ „სლავია-მოზირს“ 5:0 მოუგეს, სადაც გოლი დავითაშვილმაც გაიტანა და კვარაცხელიამაც, 19 თებერვალს ყაზანელები ალმატის „ყაირატთან“ 2:3 დამარცხდნენ – დავითაშვილმა გოლთან ერთად, ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.